სამართალი
პროკურორის ინფორმაციით, `ომეგა ჯგუფთან` დაკავშირებით გამოძიება პირველი ჩანაწერის საფუძველზე დაიწყო, თუმცა საქმეს თან ერთვის სხვა აუდიოჩანაწერებიც
"ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერების საქმის პროკურორ გიორგი ოსაძის განცხადებით, გამოძიება პირველი ჩანაწერის საფუძველზე დაიწყო, თუმცა საქმეს თან ერთვის სხვა აუდიოჩანაწერებიც.
ოსაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს აუდიოჩანაწერების შესწავლა.
,,მასმედიის საშუალებით როდესაც გავრცელდა აუდიოჩანაწერი, მაშინ დაიწყო გამოძიება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა. შემდეგ 21 სექტემბერს გავრცელდა ახალი აუდიოჩანაწერი და მასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება და ამ ჩანაწერთან დაკავშირებითაც მოწმეებს დაესვათ კითხვები. გამოძიებას ერთვის სხვა აუდიოჩანაწერებიც და მიმდინარეობს მათი შესწავლაც",- აღნიშნა ოსაძემ.
მისივე თქმით, ,,ომეგა ჯგუფის“ კომპანიების დირექტორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე ყველა კითხვას უპასუხეს.
"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო მასმედიაში აუდიო ჩანაწერის გავრცელების საფუძველზე, მოსამართლის წინაშე დაიკითხა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ორი კომპანიის დირექტორი. მათ უპასუხეს ყველა იმ შეკითხვას, რაც დასმული იყო გამოძიების მიერ. დაკითხვის შინაარსთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ,“ - აღნიშნა ოსაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


