სამართალი
პროკურორი ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გამორიცხავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
გამოძიება მათ ახმედ ჩატაევთან და მისი დაჯგუფების წევრებთან კავშირს ედავება.
ორი ბრალდებულის, ზურაბ გორნაკავშილის და ბაადურ ჩოფანაშვილის საქმე ცალკე წარმოებაშია მიღებული.
არაოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურა მათთან საპროცესო გარიგების გაფორმებას გეგმავს, თუმცა აღნიშნულს პროკურორი, ნანა ხუნჯუა არ ადასტურებს.
,,ამ ეტაპზე საპროცესოსთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ეს საკითხი დღეის მდგომარეობით არ განიხილება“, - აცხადებს ნანა ხუნჯუა.
პროკურორის განცხადებით, რვა დაკავებულიდან მხოლოდ გორნაკაშვილმა და ჩოფანაშვილმა მისცეს გამოძიებას ჩვენება.
თავის მხრივ, დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მათ კავშირი ჰქონდათ ტერორიზმთან.
ამასთან, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ადასტურებს, რომ ბრალდებულებს ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრებს იცნობდნენ, რადგან ისინი ორი წლის განმავლობაში საქართველოში, მათ შორის პანკისის ხეობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.
„კადრები არსებობს მხოლოდ და მხოლოდ, რომელიც წარმოდგენილია, რომელიც ამ ორ ადამიანთან ურთიერთობას ადასტურებს. ამ ორი ადამიანის საქართველოში ყოფნა, თავისუფლად გადაადგილება სადაო არ ყოფილა. ის ადამიანები ნამდვილად იყვნენ შემოსულები და ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა, რომ მათ მიზნები და კავშირები ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ეს ჯერ კიდევ დასადგენია, მათ რა კავშირები ჰქონდათ,“- აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


