სამართალი
პროკურორებმა ექსპერტიზის დასკვნის გადაცემისთვის გაუთქმელობის ხელწერილი მომთხოვეს - „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების ადვოკატი
„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების ადვოკატი, ფრიდონ სიხუაშვილი ამბობს, რომ მას პროკურორებმა გაუთქმელობის ხელწერილის ჩამორთმევა მოსთხოვეს, როდესაც ის ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად პროკურატურაში მივიდა.
ადვოკატის თქმით, ამის გამო მანდ დასკვნის გაცნობაზე უარი თქვა.
"როცა ქალაქის პროკურატურაში დიდუბე-ჩუღურეთიდან გადმოიგზავნა საქმე და მივედი პროკურორებთან, რომ გავცნობოდი დასკვნას, მითხრეს, რომ თუ დასკვნას გაეცნობი, ამ შემთხვევაში გაუთქმელობის ხელწერილს ჩამოგართმევთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეო.
მოთხოვნაზე უარი ვთქვი, რადგან საზოგადოებას და ხალხს ვერ დავუმალავდი, თუ რა ეწერა იმ დასკვნაში. იმისათვის, რომ გამოძიების ინტერესები არ შელახულიყო და დაზარალებულების საქმე დროულად დასრულებულიყო, უარი ვთქვი იმ დასკვნის გაცნობაზე, რათა შემდეგ ხელშეშლა არ ყოფილიყო გამოძიებისთვის. არცერთი ადვოკატი, ვინც ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს იცავს, არ გასცნობია დასკვნას,"- განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში სიხუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


