უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 მარტი, 2018 15:55
font-size

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე გადაისინჯება

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიტპატიმარ დავით ტატიშვილის საქმე გადაისინჯება, დაზარალებულ ემზარ ბასილაიას უკანონოდ ჩამორთმეული ორი ავტომანქანა დაუბრუნდება, ხოლო ორი მსჯავრდებულის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყების მიერ გახსნილი მორიგი დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დადგენილია: 2007 წლის 07 ნოემბერს, დავით ტატიშვილი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა რუსთაველზე და შემდგომ რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში. ხსენებული აქციიდან 3 დღეში, საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილების და 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობის გამო მისი დასჯის მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს დავით ტატიშვილი და ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.

,,2008 წლის 10 ივლისს, დავით ტატიშვილის მიმართ გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წელს, მანამ სანამ პოლიტპატიმრის სტატუსს შეიძენდა, მან პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს პოლიტპატიმარ დავით ტატიშვილის უდანაშაულობას. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.

გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის 05 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების - ლაშა წურწუმიას და ალიკო ხარჩილავას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

2005 წლის ნოემბერში ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტმა მითვისების ბრალდებით დააკავა შპს ,,ოდაბადეს“ წარმომადგენლები - ლაშა წურწუმია და ალიკო ხარჩილავა, რომლებმაც თითქოსდა საქართველოს რკინიგზა შეიყვანეს შეცდომაში და მიწოდებული საქონლის ღირებულება ნაცვლად ლარისა მიიღეს დოლარში, რითაც მიაყენეს 34 960 ლარის ზიანი. სინამდვილეში საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა დამალეს დოლარში დაფიქსირებული სატენდერო წინადადება და საგამოძიებო სამსახურს მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია, რაც გახდა საფუძველი ლაშა წურწუმიას და ალიკო ხარჩილავას უკანონო დაპატიმრების.

სამართალდამცავების გადაწყვეტილებით ლაშა წურწუმია და ალიკო ხარჩილავა მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, როცა მათ მიერ განხორციელდა არარსებული ზიანის დაფარვა და ჯარიმის სახით თითოეულმა მათგანმა გადაიხადა 30 000 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და ორივე მსჯავრდებული უდანაშაულოდ ცნო.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ლაშა წურწუმიასთან და ალიკო ხარჩილავასთან ერთად, ამ დროისთვის დეპარტამენტს სულ 54 უკანონოდ გასამართლებული მსჯავრდებულის მიმართ აქვს განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებული, საიდანაც 18 მათგანის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აგრძელებს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. 2010 წლის აპრილში შსს ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ მოქალაქე გ.ბ., რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაკავებულის მამას ემზარ ბასილაიას ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვა და შეასყიდინა მთლიანობაში 182 000 ლარის ღირებულების „ტოიოტა ლენდკრუიზერი LC200“ და „ჰიუნდაი IX 55“, რომლებიც ჩუქების გზით სახელმწიფოს გადაეცა. მხოლოდ ამის შემდეგ გ.ბ-სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული ორივე ავტომანქანა.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, დაზარალებულად ცნობილ 151 მოქალაქეს დაუბრუნდა დაახლოებით 44 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.“ - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი