სამართალი
პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ანგარების მოტივით მოქმედებდა
სხვა სისხლის სამართლის საქმე მსგავსი ამისა აქამდე პროკურატურაში არ ყოფილა და არ გამოძიებულა, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეს არანაირი გრიფი არ ადევს.
რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, შოთაძის თქმით, ,,ამ ეტაპზე რაც დგინდება, ესაა ანგარებითი მოტივი.’’
,,კონკრეტული პიროვნება იდენტიფიცირებულია, ვის მიმართაც მზადდებოდა და ამ ეტაპზე მე არ ვასახელებ იმიტომ, რომ გამოძიება გრძელდება და არსებობს სხვა ვერსიებიც’’, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისივე თქმით, როდესაც დეკანოზის გერმანიაში გამგზავრების სამზადისის შესახებ პროკურატურამ მიიღო ინფორმაცია, უწყებას კომუნიკაცია ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან.
,,ექმნებოდა საფრთხე ძალიან უმნიშვნელოვანეს ადამიანებს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, პრემიერის გადაწყვეტილებით უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის დაცვის უფროსი მის თანამშრომლებთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში, რათა უზრუნველყოფილიყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უსაფრთხოება და გაძლიერებულიყო დაცვა’’, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


