უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 თებერვალი, 2018 17:45
font-size

პროკურატურაც დარწმუნდა, რომ შემოწირულობის 100 პროცენტი იხარჯებოდა და ახლაც იხარჯება ქველმოქმედებაზე - პაატა ბურჭულაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ბურჭულაძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, კმაყოფილია, რომ ეს შეხვედრა შედგა, რადგან პირველ რიგში, ეს ფონდის ინტერესებშია.

„ცოტა ხანში ალბათ დადებენ დასკვნას და ეს საქმე დაიხურება, რადგან ეს არის იმდენად თითიდან გამოწოვილი საქმე, რომ მეუხერხულებოდა კიდეც ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა. თუმცა ყველა კითხვას გავეცი პასუხი. ბატონი მოსამართლე და გამომძიებელი დარწმუნდნენ, რომ ეს ბრალი უსაფუძვლოა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მსოფლიო ბანმა აბსურდი უწოდა ბრალდებებს, რომ ფონდის მიერ ნაყიდი სახლები საცხოვრებლად უვარგისია. მისი თქმით, სასამართლოში გამოკითხვისას ეს შეკითხვა არც დასმულა.

„რადგან ყველამ იცოდა იქ, რომ ფონდი არა მარტო თვითონ ირჩევდა სახლს, არამედ იმ ოჯახისა და სოციალური მუშაკის თანხმობით, ასევე გამგეობისა და ჩვენი ფონდის წარმომადგენლების. თავიდან ჩვენ ვუფორმებდით სახლს პირდაპირ ოჯახს გაყიდვის უფლებით. ამას ის მოყვა, რომ პირველმა ოჯახებმა გაყიდეს და ბავშვები დარჩნენ ქუჩაში. ამის შემდეგ შევცვალეთ მიდგომა და 10 წლის ვადით ვუფორმებდით ოჯახს სახლებს, მაგრამ გაყიდვა არ შეეძლო. 10 წელი გავიდა, რამდენიმე ოჯახმა გაყიდა. ახლა ჩვენ პირობაში ასეთი რამე გვაქვს: ოჯახს ეკუთვნის სახლი, ოღონდ სანამ ყველაზე უმცროსი ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი, მას გაყიდვის უფლება არ აქვს და მგონი ეს არის აბსოლუტურად სწორი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ასევე დეზინფორმაციაა ინტერნეტში გავრცელებული ფილმი, სადაც საუბარია, რომ ბავშვებს შემოწირულობების 20 თუ 30 პროცენტი ხმარდებოდა.

„ამაში დარწმუნდა პროკურატურაც, რომ შემოწირულობის 100 პროცენტი იხარჯებოდა და ახლაც იხარჯება ქველმოქმედებაზე“, – აღნიშნა ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ფონდზე შეტევები მის გამო ხდება და ამას წყალი არ გაუვა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი