სამართალი
პროკურატურაში ეკა გიგაურის გამოკითხვა მიმდინარეობს
მთავარ პროკურატურაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის გამოკითხვა მიმდინარეობს.
მასთან ერთად ადვოკატის სტატუსით გამოკითხვაზე იმყოფება ასევე მესამე სექტორის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე.
ეკა გიგაურმა პროკურატურაში შესვლისას მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავალება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ დაებეჭდათ ყალბი პირადობის მოწმობები. რა ტიპის პირადობის მოწმობები, არის თუ არა ეს ყველაფერი მასიური ხასიათის, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გაგვიჟღერებია არც განცხადებაში, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ორ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს განცხადებაში გავაჟღერეთ, ეს იყო წალენჯიხა და გარდაბანი, დანარჩენ ადგილებში რა ხდებოდა, არ ვიცით. საუბარი იყო, რომ ძველი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა შესაძლებელია რეგიონებში, ჩვენ ჩვენს განცხადებაში არ დაგვიკონკრეტებია, რა ტიპის პირადობებს გასცემენ, აქედან გამომდინარე, დასაშვებია ის, რომ რეგიონებში დაიბეჭდოს ძველი პირადობის მოწმობები, ეს დამტკიცდა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


