სამართალი
პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, რატომ და რის საფუძველზე გააჟღერა ეს ინფორმაცია ბორის კაკუბავამ - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიმართა პროკურატურას განცხადებით, რომ უწყებამ ბორის კაკუბავას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე რეაგირება მოახდინოს. კერძოდ, სარალიძემ მოითხოვა, გამოიძიოს კაკუბავას მიერ გაჟღერებული ინფორმაციის სისწორე და თუ ის არ დადასტურდა, განცხადებას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს.
„ბორის კაკუბავამ გააჟღერა ასეთი ინფორმაცია, რომ მის შვილიშვილებს აშანტაჟებდნენ, ტუალეტში აყოფინებდნენ თავს და აწერდნენ ფულს. რადგან არასრულწლოვნებს ასე ძლიერად იცავს საქართველოს კანონმდებლობა, მოვითხოვ ჩემი შვილის, ლევანისა და მათი მეგობრების უფლებებიც იყოს დაცული. შეისწავლონ, რატომ და რის საფუძველზე გააჟღერა ეს ინფორმაცია და თუ სიმართლეს არ შეესაბამება, მიეცეს სამართლებრივი შეფასება. თავდასხმა თავდაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, რაც ამ წუთში ჩემი აზრით, ბორის კაკუბავამ გამოიყენა“, - თქვა სარალიძემ.
კაკუბავა სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილის ბაბუაა. ყოფილი დეპუტატი ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას საზღვარგარეთიდან გამოეხმაურა და რუსთავი 2-თან განაცხადა, რომ სისხლიან დაპირისპირებას წინ კონკრეტული კონფლიქტი უძღოდა. მისივე ცნობით, მის შვილიშვილს ჩაგრავდნენ და ფულს ართმევდნენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


