უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 მარტი, 2019 15:35
font-size

პროკურატურამ `თიბისი ბანკის` გენერალური დირექტორი გამოკითხა

პროკურატურის წარმომადგენლებმა მოწმის სტატუსით გამოკითხეს „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბუცხრიკიძე 18 მარტს გამოიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

"ეს ეხებოდა, როგორც მოგეხსენებათ, იმ 12 წლის წინანდელ ფაქტთან დაკავშირებულ მოვლენებს და ამომწურავი ინფორმაცია გადავეცი. მოგეხსენებათ, 3 კვირის წინ TBC ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის მოხდა შეთანხმება, ამოწურულია ეს საკითხი. ბანკი აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას და დეტალურ კითხვებზე გავეცით პასუხი,"- ამბობს ბუცხრიკიძე რუსთავი 2-ის "კურიერის" ჟურნალისტის შეკითხვების პასუხად.

ჟურნალისტის კითხვაზე, პროკურატურამ ჰკითხა თუ არა TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისთვის, გაგზავნილ მუქარის შემცველ წერილზე, პასუხობს, რომ არა, "ამასთან კავშირი არ ჰქონია". კიდევ ერთ შეკითხვაზე, ხაზარაძის განცხადებამდე ჰქონდა თუ არა მას ამ წერილის შესახებ ინფორმაცია, ბუცხრიკიძე პასუხს არ სცემს.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით 2018 წლის აგვისტოდან იძიებს „თიბისი ბანკში“ 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ფინანსურ ოპერაციას.

საქმეში ფიგურირებენ ბანკის თანადამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა, მათ ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ და გამომძიებლების მიერ მოწმის სტატუსით არიან დაკითხულნი.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი