უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 დეკემბერი, 2016 15:25
font-size

პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ორი ადვოკატი, ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში არსებულ, სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს დაეუფლნენ.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საადვოკატო საქმიანობის შედეგად, ადვოკატებისთვის - ნათელა გოდერიძისთვის და მზევინარ კოსტავასთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისში, წყნეთის ქ. N1-ში მდებარე 4255 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცულ მასალებში, აღრიცხული იყო 1960 წელს გარდაცვლილ მოქალაქე იოსებ წინამძღვრიშვილზე. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა იოსებ წინამძღვრიშვილის სამკვიდრო ქონებას და მის სახელზე აღრიცხული ნაკვეთი, სხვა პირების ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში იმყოფებოდა ათეული წლების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით დაერეგისტრირებინათ იოსებ წინამძღვრიშვილის მემკვიდრეზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, აღნიშნულმა პირებმა დაარწმუნეს ნოტარიუსი, რომ წყნეთის ქ. N1-ში მდებარე 4255კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები იმყოფებოდა იოსებ წინამძღვრიშვილისა და შემდგომში მისი მემკვიდრეების ფაქტობრივ მფლობელობაში. ნოტარიუსისა და საჯარო რეესტრისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით, აღნიშნული ქონება იოსებ წინამძღვრიშვილის მემკვიდრის ბელა გუბელაძის სახელზე აღირიცხა, რომელმაც თითქმის მთელი უძრავი ქონება წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ნათელა გოდერიძესთან დაახლოებულ პირზე, ქეთევან ჯავახიშვილზე ფიქტიურად გაასხვისა, რათა ამ უკანასკნელს, როგორც ე.წ. კეთილსინდისიერ შემძენს, პრეტენზია წაეყენებინა იქ მცხოვრებთათვის და თითქოსდა „კანონიერ საკუთრებაში’’ არსებული უძრავი ქონებიდან მათი გამოსახლება მოეთხოვა. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოსა და კერძო პირებს დიდი ოდენობით, საერთო ჯამში 657 000 ლარის ზიანი მიადგა.

ვინაიდან დანაშაულებრივი გზით დარეგისტრირებული ქონება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარეობდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ასევე შეეცადნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალისხმევით შეგროვილ საკომპენსაციო თანხასაც დაუფლებოდნენ და ქ. თბილისის მერიას შესაბამისი განცხადებით მიმართეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ადვოკატი ნათელა გოდერიძე ანალოგიური სქემის გამოყენებით შეეცადა დაუფლებოდა ქ. თბილისში წყნეთის ქუჩა N22-ში მცხოვრებ მძელურებისა და ბასოშვილების ოჯახების კუთვნილ, 112 980 ლარის ღირებულების, დიდი ოდენობით უძრავ ქონებას.

ნათელა გოდერიძეს, მზევინარ კოსტავას, ბელა გუბელაძესა და ქეთევან ჯავახიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით) და 19, 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (თაღლითობის მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ითვალისწინებს.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი