სამართალი
პროკურატურამ სპეცოპერაციის დროს სუს-ის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარმა პროკურატურამ სუს-ის წევრების მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქმის შესწავლა სსსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
„საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მოქალაქე თ.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ამჟამად ტარდება ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“,- განაცხადეს პროკურატურაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისსა და პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია გუშინ ჩაატარა
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც ახმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში დაეხმარნენ.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
დაკავებულთა შორის არის თემირლან მაჩალიკაშვილიც. სუს-ის ინფორმაციით, პოლიცია იძულებული გახდა პროპორციული ძალა გამოეყენებინა, ვინაიდან თემირლან მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა.
დაჭრილი მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის კომატოზურ მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. მას გუშინ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


