სამართალი
პროკურატურამ საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფსიქოთერაპიისა და ფსიქორეაბილიტაციის დღის ცენტრის „კერა“-ს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნივთები. ღონისძიებას ასევე დაუნის სინდრომისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვები ესწრებოდნენ.
მთვარი პროკურატურის ინფორმაციით, აუტისტური სპექტრის მქონე 12 ბავშვი მშობლების და მასწავლებლის დახმარებით თექისგან, ხისგან და სხვადასხვა მასალისგან ჩარჩოებს, ნახატებს, საკანცელარიო ნივთებს და სხვა სახის აქსესუარებს ქმნის.
საქველმოქმედო გამოფენაზე პროკურატურის თანამშრომლებმა ბავშვების მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერეს და შეიძინეს. გაყიდული ნივთების შედეგად შეგროვილი თანხა ახალი მასალების და ხის საჭრელი დაზგის შეძენას მოხმარდება.
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა უკვე გაიმართა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში და მისი მიზანია დაუნის სინდრომის, აუტისტური სპექტრისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვების საქმიანობის ხელშეწყობა და წახალისება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


