უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 თებერვალი, 2017 15:40
font-size

პროკურატურამ ნიკოლოზ კვეზერელს და კიდევ ორ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნა

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, პოლიტპატიმარ ნიკოლოზ კვეზერელს და კიდევ 2 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული დაახლოებით 800 000 ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 07 აგვისტოს, ბიზნესმენი ნიკოლოზ კვეზერელი დაკავებულ იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით ნიკოლოზ კვეზერელი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.

განაჩენის გამოტანის შემდეგ, მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ნიკოლოზ კვეზერელს საპატიმრო დაწესებულებაში შეუთვალა და გადასცა კატეგორიული მოთხოვნა, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და მისჯილი წლების ჩამოკლება, ამისთვის მას სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაეთმო დაბა გუდაურში მდებარე 28 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ბიზნესმენის კანონიერ მფლობელობასა და საკუთრებაში იმყოფებოდა და არანაირი კავშირი მის საქმესთან არ ჰქონდა.

პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კვეზერელმა ხსენებული მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ, ციხეში შედგენილი მინდობილობის საფუძველზე გადასცა სახელმწიფოს, რის შემდეგაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ნაცვლად 11 წლისა, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 05 დეკემბერის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით ნიკოლოზ კვეზერელი აღიარებულ იქნა პოლიტპატიმრად და გათავისუფლდა საპატიმროდან.

2006 სექტემბერში, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მოქალაქეებს შახი ლატარიას და ვახტანგ გოგიბერიძეს საკუთრებაში გადაეცათ ქ. წალენჯიხაში მდებარე მიწის ნაკვეთები, კერძოდ შახი ლატარიას 10 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ვახტანგ გოგიბერიძეს 5 ჰა მიწის ნაკვეთი.

მოგვიანებით ხსენებული ქონება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინტერესის ქვეშ აღმოჩნდა, რა მიზნით წალენჯიხის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გია მებონიამ თავისთან გამგეობაში დაიბარა მოქალაქეები შახი ლატარია და ვახტანგ გოგიბერიძე, რომელთაც კატეგორიულად მოსთხოვა მათ საკუთრებაში არსებული ნაკვეთების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ მიწის ნაკვეთებს მაინც წაართმევდნენ და შესაძლოა მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემაც მომხდარიყო, რასთან დაკავშირებითაც საქმის კურსში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურა.

განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დაზარალებულმა მოქალაქეებმა სახელმწიფოს სახელზე უსასყიდლოდ გადააფორმეს მათ საკუთრებაში არსებული სოფელ წალენჯიხაში არსებული მიწის ნაკვეთები.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: ნიკოლოზ კვეზერელს - დაბა გუდაურში მდებარე 2,8 ჰა კვ.მ მიწის ნაკვეთი, შახი ლატარიას - ქ.წალენჯიხაში მდებარე 10 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ვახტანგ გოგიბერიძეს - ასევე ქ.წალენჯიხაში მდებარე 5 ჰა მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის გია მებონიას მიმართ შეწყდა გამოძიება მისი გარდაცვალების გამო, ხოლო რაც შეეხება პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი