პოლიტიკა
პროკურატურამ მიჩქმალა საქმე, რომელშიც ირაკლი სესიაშვილის ვაჟი ფიგურირებს - ენმ
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წვევრის კოტე იოსელიანის განცხადებით, თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი სესიაშვილის ვაჟი, დავით სესიაშვილი ფიგურირებს, დღემდე გამოუძიებელია.
როგორც იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფნგზე განაცხადა, დანაშულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საექსპერტო კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ვარგისად ცნო და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში.
,,მიმდინარე წელს საქართველოს მოქალაქემ სუს-ს მუშაობის დაწყების სურვილით მიმართა, სპეციალური პროცედურების გავლის შემეგ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ მოქალაქის ანაბეჭდის ნიმუშები ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ანაბეჭდების იდენტურია. ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურის და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი ირაკლი შოთაძის ჩარევით, ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა. საუბარი ეხება მოქალაქეს, რომელიც გახლავთ პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ,,ქართული ოცნების’’ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილს, დავით სესიაშვილს," - განაცხადა კოტე იოსელიანმა.
ოპოზიციის წევრები ირაკლი სესიაშვილისგან, მთავარი პროკურორისგან, სუს-ის ხელმძღვანელისა და მოადგილისგან განმარტებებს ითხოვენ.
"მოვითხოვთ სუსი-ს ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილის იოსებ გოგაშვილისაგან გაასაჯაროონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია,"- აღნიშნა იოსელიანმა.
ენმ-ის წევრები გიორგი მღებრიშვილისგან საქმესთან დაკავშირებით შსს-ში არსებული დოკუმენტების გასაჯაროებასაც ითხოვენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას, რომ მისი შვილის, დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, უპასუხა, თავად ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მისი შვილი მართლაც მუშაობს სუს-ში და პარტიამ სიცრუის ასაგორებლად ეს ფაქტი გამოიყენა.
,,ჩემი შვილი მართლაც მუშაობს სუს-ში. 6 თვიანი ხელშეკრულებით არის აყვანილი. უნიჭიერესი, უწესიერესი კაცია. მთლიანად ორიენტირებულია განათლებაზე, განვითარებაზე. ამის სერიოზული პერსეპექტივები აქვს. მისი არჩევანი იყო, რომ გაევლო პრაქტიკა. იმის გამო, რომ ერთ სიმართლეს მეორე ტყული მიაბან და შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ რადგან ერთი დასტურდება, შეიძლება მეორეც სიმართლე იყოსო, ამ სტრატეგიით ააგეს ეს სიბინძურე",- აღნიშნა სესიაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი გეგმავს, რომ კონსულტაციების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


