სამართალი
პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო
პროკურატურამ „ელცენტროში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო.
მისი ადვოკატის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია სწორი არ არის.
აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის უფლებადამცველები ითხოვენ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის წარდგენილი მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალი დაუმძიმდეს.
„დღემდე ლაშა თორდიას ინტერესების დამცველ იურისტს, ეკა ქობესაშვილს არ ჰქონია შესაძლებლობა, საქმის მასალებს გასცნობოდა, ვინაიდან ლაშა თორდიას დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ ჰქონდა. ჩვენ არ ვიცით, რას უკავშირდება პროკურატურის ასეთი გააქტიურება, თუმცა ნამდვილად მივესალმებით, რომ გამოძიება გააქტიურდა, დაიკითხა ოთარ ფარცხალაძე. ჩვენი მოთხოვნა კვლავ რჩება ძალაში, რომ ეს საქმე უნდა მიმდინარეობდეს საქმის გამოძიება სრულიად სხვა მუხლით - 353 პრიმა მუხლით და უნდა იყოს გათვალისწინებული ის მთავარი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მოხდა თავდასხმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე მის საქმიანობასთან დაკავშირებით“- განაცხადა ლაშა თორდიას ადვოკატმა, ალეკო ცქიტიშვილმა.
საქმე ეხება გასულ წელს "ელცენტროში" მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


