უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 დეკემბერი, 2025 19:23
font-size

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულები ერთ-ერთი ბანკის კუთვნილ თანხას, რომლის ოდენობაც 287 211 ლარს შეადგენს, მოტყუებით დაეუფლნენ.

„საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში ლიცენზირებული ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საწარმო დააფუძნეს, გახსნეს საბანკო ანგარიშები და უნაღდო საბარათე გადახდების განსახორციელებლად, ბანკისგან მოითხოვეს და სარგებლობაში მიიღეს პოს ტერმინალი.

წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2024 წელს, საწარმოს პოს ტერმინალზე, ბრალდებულებმა მათ სარგებლობაში არსებული ქართული და უცხოური ბანკების ბარათებით, საქონლის შესყიდვის მრავალჯერადი, ფიქტიური გადახდები განახორციელეს და ბარათებიდან ჩამოჭრილი და კომპანიის ანგარიშზე ასახული თანხები, სრულად გადარიცხეს ერთ-ერთი ბრალდებულის პირად საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულის პარალელურად, კომპანიის ანგარიშზე ნაშთის არარსებობის პირობებში, მათ გააუქმეს ბარათებიდან თანხის ჩამოჭრის ოპერაციები, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ 287 211 ლარს.

შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, ბანკისგან მოტყუებით დაუფლებული და ბრალდებულის პირად საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხები, დანაწევრებით გადატანილი იქნა ბრალდებულების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რომელთა ნაწილი მიმართული იქნა კრიპტოვალუტის შესაძენად, ხოლო ნაწილი განაღდდა და განაწილდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის.

საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირის ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს მოიცავს, რაც ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის მიზნით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი