სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ იურიდიულ პირს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საზღვარგარეთ ტვირთის გადაზიდვის მომსახურებაზე შეუთანხმდა და მომსახურება სხვა კომპანიას დაუკვეთა, თუმცა დაზარალებულის მიერ გადახდილი თანხა ქვეკონტრაქტორ პირს არ მიაწოდა, შესაბამისად, ტვირთის ტრანსპორტირება არ განახორციელა, ხოლო დაზარალებულისგან მიღებული დიდი ოდენობის თანხა 34 493 ლარი ბრალდებულმა მოტყუებით მიისაკუთრა.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას ანაზღაურების სანაცვლოდ, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული სამედიცინო ტექნიკის სასაწყობე ფართებში განთავსების და ტვირთის მესამე ქვეყანაში გაგზავნის ორგანიზების მომსახურებაზე შეუთანხმდა, თუმცა არ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული ქმედებები და დაზარალებულის მიერ ჩარიცხულ 17 035 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი ჯამში 51 528 (ორმოცდათერთმეტი ათას ხუთას ოცდარვა) ლარს შეადგენს.
ბრალდებულიმოსამართლისგანჩინებისსაფუძველზედააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ემუხლისმე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამიაინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


