სამართალი
პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაადგილების მარშრუტის სავარაუდო რუკა შექმნა
პროკურორ, ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაადგილების მარშრუტის სავარაუდო რუკა არსებობს.
აღნიშნული რუკა ვიდეომასალების მიხედვით შედგა.
გუბელაძის თქმით, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ბრალდებული რამდენიმე ადამიანს შეხვდა.
"საქმეში მოიპოვება ვიდეოჩანაწერები, თუ სად გადაადგილდებოდა მამალაძე ბათუმიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ. შეიქმნა მისი გადაადგილების და სავარაუდო მარშრუტის რუკა.
დეკანოზი რამდენიმე პირს შეხვდა აეროპორტში მისვლამდე, ისინი დაიკითხნენ, დაესვათ კონკრეტული კითხვები, თუ რაზე ჰქონდათ საუბარი და რატომ ჰქონდათ კონსპირაციული შეხვედრები. ციანიდის შეძენაზე გამოძიება მიმდინარეობს, კონკრეტული წრე გამოკვეთილია და დეტალებს შეგატყობინებთ", -აღნიშნა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


