პოლიტიკა
პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის ჩვენების გამოქვეყნებას არ გეგმავს
ბიზნესის სავარაუდო რეკეტის საქმესა და სკანდალურ ფარულ ჩანაწერებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოკითხეს. თუმცა პროკურატურა მისი ჩვენების გასაჯაროებას არ გეგმავს.
კითხვაზე, რატომ არ ქვეყნდება ფარცხალაძის ჩვენება, როცა თავის დროზე იმავე საქმეზე პროკურატურამ გაასაჯაროვა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ჩვენება, მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ უპასუხა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დეტალებზე ვერ გეტყვით“, -უპასუხა გოგაძემ ჟურნალისტებს.
გოგაძის ინფორმაციით, ორი კვირის წინ თბილისში უცხოელი პროკურორები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ჩანაწერების საქმეზე იმუშავეს.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, რა ეტაპზე ვართ. ფარცხალაძე, რომ დაკითხულია ამ საქმეში, თქვენ დიდი ხნის წინ ტელევიზიით იხილეთ“, - უთხრა გოგაძემ ჟურნალისტებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


