სამართალი
პროკურატურა მეგის ქარდავას საქმის სასამართლო განხილვის შეჩერებას ითხოვს
პროკურატურა მეგის ქარდავას საქმის სასამართლო განხილვის შეჩერებას მოითხოვს.
საქმის პროკურორის, მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, ქარდავა საექსტრადაციო პატიმრობაშია და მის წინააღმდეგ საქმეები სასამართლოში ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ვეღარ გაგრძელდება.
მეგის ქარდავა, ბაჩო ახალაია და მისი ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი სერგო თეთრაძის და თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვის ეპიზოდებში არიან ბრალდებულები. სწორედ ამ საქმიდან ითხოვს ბრალდება ქარდავას საქმის გამოყოფას.
რაც შეეხევა საქმეზე სასამართლო პროცესს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 4 მოწმე გლდანის ციხეში თეთრაძის წამების ეპიზოდთან დაკავშირებით დაიკითხება.
ცნობისათვის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ, უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში მიმდინარე წლის 1 ნოემბერს დააკავეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


