სამართალი
პროკურატურა გიგი უგულავას მიმართ განაჩენს საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
პროკურატურა ,,თბილსერვის’’ ჯგუფის საქმეზე თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავასა და რიყის პარკის ეპიზოდზე თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
როგორც პროკურორმა გიგა ძნელაძემ ჟურნალისტებს სააპელაციო გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, ბრალდების მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი. ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული დაცვის მხარის საჩივარი. სასამართლო გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ეთანხმება ცალსახად, მით უმეტეს, ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე. დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გავასაჩივრებთ საკასაციო სასამართლოში", - აღნიშნა გიგა ძნელაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის“ ჯგუფის ეპიზოდზე დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გიგი უგულავას პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდება. საპატიმრო დაწესებულებას დედაქალაქის ყოფილი მერი, სავარაუდოდ, დღესვე დატოვებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


