სამართალი
პროკურატურა ე.წ ციანიდის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ე. წ. ციანიდის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც მედიას მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, გასაჩივრება კვალიფიკაციის ნაწილს შეეხება.
„იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი მამალაძეს ბრალდება ქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 18, 109-ე მუხლის „გ“ქვეპუნქტით გაზნრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით, საქართველოს პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის ნაწილში, კანონოთ დადგენილ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“,-განმარტა სუხიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაზე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამრთლოს გადაწვეტილების გასაჩივრებას დაცვის მხარეც მიმდინარე კვირას აპირებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


