სამართალი
პროკურატურა „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება მათი გამოკითხვა, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, - განუცხადეს საზოგადოებრივ მაუწყებელს „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღკვეთის ღონისძიების სახით „ბირჟა მაფიას“ რეპერებს პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
ამ თემაზე დღეს სახალხო დამცველმაც გაავრცელა განცხადება, სადაც უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს,
რომ ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება და მისი დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


