სამართალი
პროკურატურა აზერ სულეიმანოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს
პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს, – განაცხადა რუსთავის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა.
„საქართველოს პარლამენტის წევრს აზერ სულეიმანოვს იმუნიტეტი იცავს დაკავების, დაპატიმრებისა და სხვა იძულების ღონისძიებებისგან. ამ ეტაპზე არც ერთი ღონისძიება არ არის გამოყენებული. მოგეხსენებათ, მას ნაკლებად მძიმე დანაშაული ედება ბრალად. ეს არის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობა, რომლისთვისაც სანქცია არის 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთა. არ გამოვიყენეთ ამ ეტაპზე დაკავებისა და დაპატიმრების ღონისძიებები, ამდენად, არ დგას ამ ეტაპზე იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დღის წესრიგში.
ვითვალისწინებთ, რომ მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულია, ორ წლამდე სანქციაა, შუამდგომლობით მიმართვა მოხდება აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების მოთხოვნით, რომელიც არ არის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ცნობისათვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯარო, დამამცირებელ ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.
მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და პასუხისგებაშია მიცემული სამი პირი, მათ შორის საკრებულოს წევრები.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


