უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 მაისი, 2018 14:05
font-size

პროკურატურა აკეთებს ყველაფერს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავე წარდგეს კანონის წინაშე

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა აკეთებს ყველაფერს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავე წარსდგეს კანონის წინაშე და აღსრულდეს მართლმსაჯულება.

„უახლოეს მომავალში ჩვენ ველოდებით სასამართლოს განჩინებას, რომელიც რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ყველასთვის.

შესაბამისად, ამ განაჩენის მერე ჩვენ საზოგადოებასთანკიდევ უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ და კიდევ უფრო დეტალურ გეგმებს და მოსაზრებებს მივაწოდებთ ამ საქმესთან დაკავშირებით.

ჩვენმა წარმომადგენლებმა მაქსიმალურად მიაწოდეს საზოგადოებას ის ინფორმაცია, რისი მიწოდების საშუალებაც ჩვენ გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმით დაზარალებულებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. მთელი პროცესის მანძილზე, პროკურორებს და საქმის წარმომადგენლებს ჰქონდათ მაქსიმალური კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო გაგრძელდება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის კითხვები, რომელიც დაზარალებულს აქვს ჩვენს მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დაზარალებულს შევთავაზეთ სამუშაო ჯგუფებში შეხვედრა, რომელშიც მე პირადად ჩავერთვები და მზად ვარ მის კითხვებს გავცე პასუხი. მე ვფიქრობ, რომ ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა, რაც არის უმნიშვნელოვანესი, რათა ამ საქმეზე აღსრულდეს მართლმსაჯულება.

რალდების მხარე და დაზარალებულები ვართ ერთ მხარეზე და ჩვენი მიზანია სწორედ, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი ყველა პირი კანონით უმკაცრესად დაისაჯოს“, - განაცხადა შოთაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი