უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 ნოემბერი, 2017 12:00
font-size

პროფკავშირებმა სამართლებრივი დავა მოიგო - `საქართველოს ფოსტა`ს ყოფილი თანამშრომლისთვის 20 ათასზე მეტის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა აკაკი გიგაურის სარჩელი შპს „საქართველოს ფოსტის“ მიმართ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

საწარმოო ტრავმის შედეგად შრომისუნარიანობა დაკარგულ აკაკი გიგაურს ფოსტა სარჩოს და კომპენსაციას გადაუხდის.

აკაკი გიგაურმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 1994 წლის 05 აპრილს საწარმოო ტრავმა მიიღო. თბილისი -ბათუმის მიმართულებით ტვირთის გადატანისას ვაგონი გადავარდა ნატანების მდინარეში, რის შედეგადაც გიგაური მდინარის ფსკერზე აღმოჩნდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა მთლიანად დაკარგა შრომისუნარიანობა.

დაზარალებული საწარმოო ტრავმის მიღების შემდგომ, ყოველთვიურად 2014 წლის თებერვლამდე იღებდა სარჩოს, ბოლო პერიოდში 105,00 ლარის ოდენობით. 2014 წლის 01 მარტიდან მას შეუწყდა სარჩოს გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აკაკი გიგაურმა პროფკავშირების დახმარებით სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა როგორც სარჩოს აღდგენა გაზრდილი - 625,00 ლარის ოდენობით, სარჩოს გადახდის შეწყვეტის დღიდან, ასევე 2012 წლიდან საქართველოს ფოსტის მიერ გადახდილ თანხასა და კანონით კუთვნილ სარჩოს ოდენობას შორის სხვაობის ანაზღაურება, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა.

აკაკი გიგაურის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტი იცავდა.

შპს „საქართველოს ფოსტას“ აკაკი გიგაურის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 01 მაისიდან 2014 წლის 01 მარტამდე მისაღები ანაზღაურება 11 440,00 ლარის ოდენობით, 2014 წლის 01 მარტიდან - 2015 წლის 15 მაისამდე მისაცემი ანაზღაურების გადახდა 9062,5 ლარის ოდენობით, 2015 წლის 15 მაისიდან ყოველთვიურად 2022 წლამდე 625,00 ლარის გადახდა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი