საზოგადოება
პროფესიული განათლების კუთხით დიდი ბრიტანეთი საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს
დიდი ბრიტანეთის ელჩის ჯასტინ მაქენზ სმიტის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (Good Governance Fund – GGF) მიერ პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე და პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე დაესწრნენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმების ხელშესაწყობად ბრიტანეთის საბჭო და ფრაისუოთერჰაუსკუპერსი (PwC) სამ მსხვილ პროექტს ახორციელებს. პროექტები მიზნად ისახავს როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ასევე პროფესიული განათლების როლის გაძლიერებას, მის ხელმისაწვდომობას, პროფესიული განათლების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის მექანიზმების გაუმჯობესებასა და უმაღლეს სასწავლებლებში მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ინიცირებას.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაუმჯობესდება პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის დონე და ჩამოყალიბდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა.
დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი (Good Governance Fund – GGF) საქართველოში ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამებს 2015 წლიდან ახორციელებს და საქართველოს მთავრობას ხელს უწყობს ინკლუზიური ეკონომიკური გაზრდაში, საჯარო მმართველობის გაუმჯობესებაში, პარლამენტის ინსტიტუციურ მხარდაჭერაში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და სხვა რეფორმებში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


