პოლიტიკა
პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და პატიოსნება - კახა კალაძე მერიის თანამშრომლებს ატესტაციით შეარჩევს
თბილისის ახალარჩეული მერი, კახა კალაძე მერიის თანამშრომლებს ატესტაციით შეარჩევს.
კალაძე ამბობს, რომ თანამდებობას მხოლოდ ის პირები შეინარჩუნებენ, ვინც ორეტაპიან კონკურს წარმატებით გაივლის.
დედაქალაქის ახლად არჩეული მერის განცხადებით, გამოცდის ჩაბარება მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების, გამგეობების და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს, სულ 1917 საჯარო მოხელეს მოუწვეს.
,,მე მჭირდება გუნდი. მჭირდება ძლიერი ადამიანებისგან დაკომპლექტებული თბილისის მერიის სამსახურები. შესაბამისად, ატესტაცია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აქ მე მგონი, პრობლემა არ უნდა იყოს. შესაბამისი პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და პატიოსნება - ეს სამი ძირითადი მიმართულება იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ ,,კურიერთან“-თან საუბარში.
ახალარჩეული მერი პირობას დებს, რომ თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა ნეპოტიზმით და ნათესაური კავშირით არ მოხდება.
,,ენერგეტიკის მინისტრად როდესაც დავინიშნე, არასდროს მიხელმძღვანელია რაღაც პარტიული ნიშნით ადამიანების შერჩევაში. დავიყენე გვერდით ადამიანები, ვინც იცოდა საქმე“, - ამბობს კახა კალაძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


