უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივნისი, 2025 19:46
font-size

პროდასავლური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს თუ გამოუცხადებს, ბიძინა ივანიშვილს მისი გაყალბება არ მოუწევს, არჩევნებს მოიგებს და საერთაშორისო ლეგიტიმაციასაც მიიღებს - კახა გოგოლაშვილი

"ივანიშვილს აწყობს, რომ ოპოზიცია საერთოდ არ გავიდეს არჩევნებზე" - ამის შესახებ "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა "ტვ პირველის" ეთერში თვითმართველობის არჩევნების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა გოგოლაშვილი თვლის, ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო ლეგიტიმაციის მიღების გზა მოუჭრას.

ექსპერტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პროდასავლური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩვენებს ბოიკოტს გამოუცხადებს, ბიძინა ივანიშვილს მისი გაყალბება არ მოუწევს, არჩევნებს მოიგებს და საერთაშორისო ლეგიტიმაციასაც მიიღებს: "ბრძოლა თუ ცხადდება უნდა მიიღო მონაწილეობა", - ამბობს ის.

„ბრძოლა თუ ცხადდება უნდა მიიღო მონაწილეობა. უნდა შეეცადო, რომ გაიმარჯვო. ეგზიტპოლები აჩვენებს შენ გაიმარჯვე თუ არ გაიმარჯვე და დანარჩენი რასაც ეგზიტპოლების საწინააღმდეგოდ აჩვენებს "ქართული ოცნება" შედეგს იქნება იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეს არჩევნებიც გაყალბდა და აქედან გამომდინარე პროტესტის მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება. მაგრამ თუ შენ საერთოდ არ იღებ მონაწილეობას, რა იმედი გაქვს იმისთვის, რომ პროტესტი მუხტს შეინარჩუნებ და აიძულებ საპარლამენტო არჩევნებზე წამოსვლა "ოცნებას". მათ ექნებათ ძალიან ძლიერი არგუმენტი, ჩვენ შევთავაზეთ მონაწილეობა, მათ არ მიიღეს. ჩვენ გავიმარჯვეთ სუფთად, ესეიგი ოპოზიციას მხარდამჭერები არ ჰყავს და ვერ გვაჩვენებს ვერაფერი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ.

მაგალითად ვენესუელა, თუ ცენტრალურ არჩევნებს იპარავს ხელისუფლება, ადგილობრივ არჩევნებში მაინც იღებენ მონაწილეობას პოლიტიკური პარტიები, იმიტომ რომ უნდა შენარჩუნდეს პოლიტიკური პარტია, მათი ურთიერთობა ამომრჩეველთან და თუ ეს ავტორიტარული რეჟიმი იპარავს არჩევნებს უნდა გამოჩნდეს, ყველა ეტაპზე უნდა გააცდენს. ეს არის გრძელვადიანი ბრძოლის გეგმა. "ოცნებას" ეს უნდა მათ უნდათ, რომ მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი და არა აქტიურები დარჩნენ ეს პარტიები. ", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აწყობს, რომ კრიტიკულად განწყობილმა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღონ.

ასეთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი იტყვის - "მე შევთავაზე", არ გააყალბებს, მოიწვევს საერთაშორისო დამკვირვებლებსაც.

არ გააყალბებს არჩევნებს, ისე მოიგებს. ოპოზიციის მხარდამჭერები წავლენ ბოიკოტზე და საარჩევნო ყუთებთან მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მივლენ. ეს აწყობს ქართულ ოცნებას, რადგან საერთაშორისოდ ის მოახდენს მეტად ლეგიტიმაციას, იტყვის რომ არჩევნები სუფთად ჩაატარა და მისი ბრალი არ არის, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია.

ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ადგილობრივი არჩვევნები, რომ ადგილობრივი არჩვენები არალეგიტიმურად გამოცხადდება..."- დასძინა მან.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი