სამართალი
პრიორიტეტები იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება _ ზაზა თავაძე
პრიორიტეტები იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება, - განუცხადა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ და მადლობა გადაუხადა პლენუმის იმ წევრებს, რომელმაც მას მხარი დაუჭირეს ამ თანამდებობაზე.
,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ წევრს, რომლებმაც გამომიცხადეს ძალიან დიდი ნდობა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და იმავდროულად ჩემთვის ძალიან დიდი პატივი.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტები იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება. ვგულისხმობ, არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა’’, - განაცხადა ზაზა თავაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც მისი მხრიდან ხელისუფლების ინტერესების შესაძლო გატარებას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ, უპასუხა შემდეგნაირად:
,,საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ’’, ანუ ლაკმუსის ქაღალდი იმისა, თუ სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებელი, ამაზე იმეტყველებს თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება’’, - განაცხადა ზაზა თავაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


