პოლიტიკა
პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მიზნობრივად იყოს ათვისებული - ოთარ დანელია
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, ოპონენტების აზრი, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელ მოქალაქეებზე მისყიდვის აკრძალვა ინვესტიციებს შეამცირებს, დაუსაბუთებელია.
„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღემდე, მიწების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა მოქმედებს, მნიშვნელოვანი ინიციატივები ინვესტიციების თვალსაზრისით, არც გაგვიგია. შესაბამისად, ინვესტიციები იმ ოდენობის არ ყოფილა, რომ ის ამ ეტაპზე ანგარიშგასაწევი იყოს. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ინვესტიციები გაცილებით უფრო დიდია. მნიშვნელოვანი ის პროექტებია, რაც სოფლის მეურნეობაში გაჩნდა და რამაც დამატებითი სტიმული გააჩინა. ბოლო წლებში, მიწაზე ფასის ზრდაც ამას უკავშირდება. არგუმენტები ჩვენს მხარესაა და ყველა ის თეორიული მითი, რაც ოპონენტების მხრიდან ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტიციები შემცირდება, არაფერს არ ეფუძნება“, - განაცხადა დანელიამ.
დანელიას თქმით, მნიშვნელოვანია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მიზნობრივად იყოს ათვისებული, რაც გამოიწვევს პირობების შემოღებას საქართველოს მოქალაქეების მიმართაც.
„საკუთრების უფლება მაქსიმალურად დაცული იქნება, მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მიზნობრივად იყოს ათვისებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ამ მიმართულებით გარკვეული მოცემულობები და პირობები გვექნება. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რაც ამავდროულად, ხელშეწყობის პროგრამითაც განხორციელდება“, - განუცხადა დანელიამ ჟურნალისტებს.
როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, დღეისათვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების სარგებლობაში მიწის დაახლოებით ხუთ პროცენტამდეა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


