პოლიტიკა
პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სამინისტროს დასახელებაში პირველი იყოს ”სოფლის მეურნეობა” და შემდეგ ”გარემოს დაცვა” - ოთარ დანელია
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდების კორექტირებას ითხოვს, რომლის შედეგადაც, სამინისტროს დასახელებაში ჯერ ”სოფლის მეურნეობა” იქნება ნახსენები, ხოლო შემდეგ - ”გარემოს დაცვა”.
შესაბამისი განცხადება დანელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასვა, სადაც პირველი მოსმენით, მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს იხილავენ.
”სოფლის მეურნეობა არის პრიორიტეტი. საქართველო არის აგრარული ქვეყანა. ვფიქრობ, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის, პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სამინისტროს დასახელებაში პირველი იყოს ”სოფლის მეურნეობა” და შემდეგ ”გარემოს დაცვა”. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ვიზიარებთ. ევროკავშირის 25 ქვეყანას აქვს სწორედ ეს თანმიმდევრობა - სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რადგან ეს დარგისთვის არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ დასახელება”, - განაცხადა დანელიამ.
მანამდე, პლენალურ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ სამინისტროს - „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ დაერქმევა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


