პოლიტიკა
პრეზიდენტთან შეხვედრა ზომიერად ოპტიმისტური განწყობით დავტოვე - დავით უსუფაშვილი
პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ მომავალი კვირის განმავლობაში ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით, ამიტომ შეხვედრა ზომიერად ოპტიმისტური განწყობით დავტოვე, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შეფასებისას.
მისი თქმით, პოლიტიკური ველს სჭრიდება ახალი პოლიტიკური ძალა და გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე სწორედ ამის შესახებ იყო საუბარი.
„ვთვლი, რომ საჯარო პოლიტიკურ ველს სჭრიდება ეროვნულ ფასულობებზე მყარად მდგომი და ევროპული არჩევანის მყარად გამტარებელი ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც 2012 წლის ცვლილებების პრინციპებს ცხოვრებაში დანერგავს. ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა ბევრი ადამიანის ძალისხმევის გაერთიანება და მე ასე ვუყურებ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. სწორედ ამ თემებზე იყო ჩვენი საუბარი პრეზიდენტთან. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გიორგი მარგველაშვილი განსჯის და აწონ-დაწონის ეტაპზეა. მას საპრეზიდენტო ვადა უმთავრდება და ჩემი მიმართვის თუ საუბრის გარეშეც გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალი კვირის განმავლობაში ჩამოვყალიბდებით ყველაფერზე. ამიტომ შეხვედრა ზომიერად ოპტიმისტური განწყობით დავტოვე. არაფერი არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ გარკვეული პერსპექტივა არსებობს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მზად არის, მხარი დაუჭიროს სხვა კანდიდატსაც - გიორგი მარგველაშვილი იქნება ეს თუ სხვა - ვინც პოლიტიკური გუნდის ფორმირების ინტერესებს მოემსახურება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


