პოლიტიკა
პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეთანხება ვერ მოხერხდა - კახა კოჟორიძე
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეთანხება ვერ მოხერხდა.
როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებს სამოქალაქო სექტორსა და პრეზიდენტს შორის ავლაბრის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, გიორგი მარგველაშვილი უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას საკუთარ გადაწყვეტილებას კანდიდატურასთან დაკავშირებით.
,,მთელი ამ პროცესის განმავლობაში შევხვდით უამრავ აქტორს და ყველა მათგანი, ვინც მართლმსაჯულების თემაზე მუშაობს, ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. სწორედ ამ მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ ჩვენ გვჭირდება საერთო ძალისხევა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად და პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ ამ პროცესში ჩართულიყო სამოქალაქო წრეების ფართო წარმომადგენლობა და მას გაეკეთებინა ის პროცესი, რაც სწორად მიაჩნდა და დაესახელებინა შესაბამისი კანდიდატი. სამწუხაროდ, ამ ფორმატთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი უახლოეს მომავალში მიაწვდის საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა კოჟორიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


