პოლიტიკა
პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება გაუგებრად მიაჩნია
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ადეკვატურად მიიჩნევს, თუმცა ამ ვითარებაში უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება გაუგებრად მიაჩნია. ამის შესახებ მან პარლამანტის წინაშე მოხსენებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავარი მიზანია, რომ არ წამოვეგოს პროვოკაციას და რუსეთს არ მისცეს საშუალება გამოაჩინოს ძალა საქართველოსთან მიმართებაში.
პრეზიდენტის თქმით, 2018 წელი რუსეთის მხრიდან განსაზღვრული იქნა, როგორც ცივი ომის იმიტაციის შექმნის მცდელობა.
„ცივი ომის სპეციფიკა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მესამე ქვეყნებში რომელიც დაცული არ არიან ბოლომდე, და საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი, იარაღის ჟღარუნი განახორციელოს ქვეყანამ. ამიტომ დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება ამ მიმართულებით ფხიზლად ყოფნა და მიმაჩნია, რომ სწორია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, მაგრამ ამ ახალ ფაზაში კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს ჩვენი გაერთიანება პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად, იმ ღირებულებების ირგვლივ რასაც ჰქვია, საქართველოს ერთიანობის მთლიანობის დაცვა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


