პოლიტიკა
პრეზიდენტს საკუთარ კონცეფციას შევთავაზებთ - ირმა ინაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან. მიწვევის მიუხედავად, შეხვედრას არ ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის თქმით, ისინი ემხრობიან პრეზიდენტის მიერ უმრავლესობისგან წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტზე ვეტოს დადებას. ინაშვილმა განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, შესთავაზებს სასამართლო რეფორმის საკუთარ ვარიანტს.
„ჩვენი სულისკვეთება, მეტ-ნაკლებად, უფრო ახლოა პრეზიდენტთან იმ შენიშვნებთან, ვიდრე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ პროექტთან . მოკლედ ამისი თქმა შემიძლია, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი კონცეფცია, თუნდაც მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, და სწორედ ამ მოდელს გავუზიარებთ პრეზიდენტს. ეს არის 3-საფეხურიანი ეტაპი, როცა მოსამართლეს ირჩევენ მოსამართლეები, შემდეგ პარლამენტში ხდება განხილვა და პარლამენტი ამტკიცებს კანდიდატურას და მერე მიდის პრეზიდენტთან“, - თქვა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, შეხვედრას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმას ვეტო დაადო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


