სამართალი
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა, ან არდანიშვნა უნდა ხდებოდეს დასაბუთებულად და კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.
შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნულით გასულ კვირას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უვადო დანიშვნას გამოეხმაურა.
,,პრეზიდენტის აზრით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტი ინდივიდუალური მოსამართლეა, რომელიც მიუხედავად გარე ფაქტორებისა, არ დაემორჩილება არანაირ ზეწოლას და მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც, სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული უნდობლობა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საქმე უვადოდ დანიშვნას ეხება, უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და საზოგადოებისთვის ღია და საჯარო უნდა იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ როგორი პროცედურებითა და რა კრიტერიუმებით მოხდა და მოხდება ახალი მოსამართლეების შერჩევა.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა, ან არდანიშვნა უნდა ხდებოდეს დასაბუთებულად და კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა’’, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


