სამართალი
პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება. გიორგი გაბიტაშვილს ოფიციალურად ვთხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება - ეკა ბესელია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეხუთე პრეზიდენტზე მომხდარ თავდასხმასთნ დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა და იურისტმა ეკა ბესელიამ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა.
როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, სადაც დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს დაზიანებები აღენიშნება.
„გუშინ მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს იყო ორგანიზებული ძალადობრივი თავდასხმა, რომელიც წინასწარ კოორდინირებული იყო, ეს კი მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
გუშინ არ ყოფილა არავითარი გამოხმაურება, ამიტომ ბატონ გიორგი გაბიტაშვილს ოფიციალურად ვთხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, ამოიღონ აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე კამერების ჩანაწერები. ასევე, მოკლე ვიდეო ჩანაწერი გადაიღო პრეზიდენტის თანმხლებმა პირმა, საიდანაც რამდენიმე პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. იქ იმყოფებოდა 10-ზე მეტი პიროვნება. აღსანიშნავია, რომ ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არ იყვნენ.
ვითხოვთ, რომ დაიკითხოს სალომე ზურაბიშვილიც. მას ვიზუალურადაც აღენიშნება დაზიანებები. სალომე ზურაბიშვილმა ჩვენი თხოვნით ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომელიც ასევე დართულია ამ საჩივარს. სამედიცინო დოკუმენტით დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება. ეს კი ნიშნავს, რომ გამოძიება ამ ფაქტს სხვა სამართლებრივ ფორმას ვერ მისცემს.
დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ელოდებოდნენ, შეამჩნიეს ეს პირები, თუმცა, როცა პოლიცია უნდა გაეფრთხილებინათ, იქ ისინი არ იყვნენ.
თუკი არ იქნება შესაბამისი რეაგირება, ვგეგმავთ, რომ შესაბამის ყველა უწყებას პოლიციელების უმოქმედობასთან დაკავშირებით მივმართოთ. განმარტებას ასევე აეროპორტის ადმინისტრაციისგანაც ველოდებით.
კომპლექსურად ვაპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმას, არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი მსგავსი ფაქტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, 18 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ კვერცხები დაუშინეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


