უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 იანვარი, 2026 15:26
font-size

პრეზიდენტს არაფერი გაუჭიანურებია, გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება - ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტს არაფერი გაუჭიანურებია. გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან ამ აქტის შესაბამისად მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება. ამაში რა არის ისეთი სენსაციური, არაჰუმანური და საშინელება, რომ რატომ გამოეცი შეწყალების აქტი საღამოს და დილიდან რატომ დაიწყება ამ ხალხის განთავისუფლებაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ადამიანების ბედით სპეკულაცია ყველაზე დიდი არაჰუმანურობაა.

„პრეზიდენტმა თქვა, რომ ნათლისღებას დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტს გამოსცემდა. 20 იანვარს დაიწყება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება. რა არის ამაში დაუძლეველი, ანტიჰუმანური თუ საშინელი ქმედება? შეწყალების აქტის გამოცემას წინ უძღვის მთელი რიგი პროცედურების გავლა, სადაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებია ჩართული. ეს აქტი არ ხორციელდება ერთ საათში. გარკვეული დროის განმავლობაში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებით შესაბამის უწყებებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და ამ მუშაობის დასრულების შემდეგ ხდება შესაბამისი აქტის გამოცემა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ რამდენიმე საათში იწყება გათავისუფლების პროცედურა, მაგრამ დღეს ამას მოჰყვა აჟიოტაჟი.

„ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციური ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელებით გარკვეული სეგმენტი ამბობდა, რომ აქტის გამოცემის შემდეგ ეს ხალხი უნდა გათავისუფლდესო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა პროპაგანდა, რომ ჩვენ არავითარი შეწყალება არ გვინდა და რომც შეგვიწყალოს, ამ არალეგიტიმური პრეზიდენტისგან ამას და იმას არ მივიღებთ და ა.შ. მიზანია, რომ საზოგადოებაში მუდმივად დაპირისპირებისა და დაძაბულობის მუხტი შენარჩუნდეს. პატიმართა მშობლებმაც იციან, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, მიმართვა მაინც არის საჭირო.

რეალურად, როდესაც ვინმეს უნდა, ვინმე შეიწყალოს, ქმედებები სხვანაირია. არც ელოდებიან და არც სურვილი ჰქონდათ. პატიმრის გულშემატკივრებს და მშობლებს როცა ადამიანის შეწყალება სურთ, იქ სხვანაირი რიტორიკა და ქმედებები მიდის. ჩვენ პირიქით, სხვა რიტორიკას და ქმედებებს ვხედავდით მთელი ამ დროის განმავლობაში და მიზანი არა შეწყალების მიღწევა, არამედ სწორედ ამ სპეკულაციის, სპეკულანტური, დაძაბული გარემოს რამენაირად შექმნა იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამ ყველაფრის მიზანი იყო, „საკუთარი პატიმრით გაეწიათ სპეკულაცია, რათა შეექმნათ სასპეკულაციო მასალა საზოგადოებაში ხელისუფლების იმიჯის დასაზიანებლად“.

„ყაველაშვილს არავისგან არანაირი ლეგიტიმაციის აღიარება არ სჭირდება. ეს ლეგიტიმაცია არის საქართველოს კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციის შესაბამისად წარმართული დემოკრატიული პროცესით და ხალხის არჩევანით. ზოგადად, სიტყვა შეწყალების მნიშვნელობას თუ დააკვირდებით და იმ კანონებს წაიკითხავთ, რომლებიც ამ აქტს უზრუნველყოფენ, მიხვდებით, რა არის საჭირო შეწყალებისთვის. სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ ვისაც იწყალებენ, მას ამ შეწყალების მიღების სურვილი მაინც უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი