პოლიტიკა
პრეზიდენტს ან იმედი აქვს გადააყენებენ, ან თვითონ აპირებს გადადგომას და ამით კონსტიტუციის გაყინვას - სალომე ზურაბიშვილი
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადება გააკრიტიკა. ზურაბიშვილის განმარტებით, ნათელი გახდა, რომ პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციის მიღების ჩაშლას გადადგომით გეგმავს.
დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტი მოქმედებს არა ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ საკუთარი პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე.
„ასეთი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არანაირ კანონიერებაში არ ჯდება და გონივრულ კრიტიკას გადასცდა. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტს პატივს აღარ სცემს, კონსტიტუციას უგულვებელყოფს, ესე იგი არ დაიცავს და ვერ იქნება მისი გარანტორი, ანუ თავის მთავარ ვალდებულებაზე უარს ამბობს. რაღა უნდა ითქვას, ნათელზე ნათელია, რომ შეუდგა პოლიტიკურ ბრძოლას, ამოირჩია მოკავშირეები და მიდის ღია კრიზისისკენ.
ან იმედი აქვს, გადააყენებენ, ან თვითონ აპირებს გადადგომას და ამით არჩევნების გამოწვევასა და კონსტიტუციის გაყინვას.
რაც არ უნდა იყოს, ეს ნიშნავს დაძაბულობის გამოწვევას, რის მეშვეობითაც, ნებსით თუ უნებლიედ, გარდაიქმნება ოცნების მოყვანილი პრეზიდენტიდან ნაცგაერთიანების კანდიდატად.
აქ ქვეყნის ინტერესები არ ჩანს არსად! პრეზიდენტი შეიძლება ასეთ ვაბანკზე მიდიოდეს, თუ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა ან მთავარი ღირებულებები საფრთხის ქვეშ დგება, ამ მძიმე არტილერიის გამოყენება პირადი პოლიტიკური ამბიციებისთვის და ანგარიშსწორებისთვის, ამორალური და მიუღებელია!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომა „ქართული ოცნების“ ყრილობას შეადარა, რადგან საკონსტიტუციო განხილვას პროტესტის ნიშნად საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრებოდა.
აბაშიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ თავისთვის სასურველ კონსტიტუციას დაუჭირა მხარი და ამით მოატყუა საკონსტიტუციო კომისიის წევრებიც, ვენეციის კომისიაცა და ქართული საზოგადოებაც.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


