პოლიტიკა
პრეზიდენტობის კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფს“ სოლიდარობას უცხადებენ
ოპოზიციური პარტიები ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
,,სრულიად შემაშფოთებელია ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები. ქვეყნის პირველი პირების მონაწილოებას რეკეტსა და გამოძალვაში, რაც მიზნად ისახავს ,,ომეგა ჯგუფზე“ და დამოუკიდებელ ტელეკომპანია „იბერიაზე“ ზეწოლას. ეს არის თავდასხმა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესზე, რომელსაც ოცი წლის განმავლობაში ბიუჯეტში შეტანილი აქვს 1,5 მილიარდი ლარი, თავისუფალ მედიაზე, სამუშაო ადგილებზე და იმ 1500 ადამიანის საარსებო საშუალებაზე, რომლებიც ,,ომეგასა“ და ,,იბერიაში“ არიან დასაქმებულები.
განსაკუთრებით სამარცხვინოა საგამოძიებო ორგანოების პასიურობა და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებიც ფარული ჩანაწერების ავთენტურობაში ეჭვის შეტანით ცდილობენ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა. მმართველი გუნდის წევრების ამგვარი პოზიცია თავისთავად ადასტურებს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია პროცესის იქამდე გაჭიანურებით, სანამ საკითხი არ დაკარგავს აქტუალობას საზოგადოების თვალში.
საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები სოლიდარობას ვუცხადებთ ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფს“.
მოვითხოვთ, მოხდეს საქმის დროული გამოძიება და კორუფციასა და რეკეტში მხილებული ყველა პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
აღვნიშნავთ, რომ ბოლო 8 კვირის განმავლობაში მთავრობა ომეგას არ აწვდის აქციზურ მარკებს, რითიც ფაბრიკას წარმოების პროცესების შეწყვეტას აიძულებს. ამის შედეგად, მთავრობა თავად ამბობს უარს 6 მილიონ ლარზე, რასაც ომეგა ამ პერიოდში ბიუჯეტში შეიტანდა ნორმალური შემოსავლის პირობებში. მხარს ვუჭერთ ბიზნეს ომბუდსმენის მცდელობებს, რომ ხელისუფლებამ შეცვალოს თავისი პოზიცია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გასცეს აქციზური მარკები ომეგა ჯგუფზე და შეწყვიტოს იმგვარი ქმდებები, რაც საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები:
აკაკი ასათიანი, ტრადიციონალისტთა კავშირი
გია ბერძენიძე, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური გაერთიანება
გრიგოლ ვაშაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
დავით ბაქრაძე, ევროპული საქართველო
დავით უსუფაშვილი, შენების მოძრაობა
კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები:
ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე
ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა
თავისუფლება - კონსტანტინე გამსახურდია
რესპუბლიკური პარტია - თამარ კორძაია
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის - ზურაბ ხარატიშვილი
სახელმწიფო ხალხისთვის - ნიკა მაჭუტაძე
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - გრიგოლ ჯოჯუა
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


