პოლიტიკა
პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს თვითმმართველობის კანონში შეტანილ ცვლილებებს - ანა ნაცვლიშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს თვითმმართველობის შესახებ საქართველოს კანონპროექტში მიღებულ ცვლილებებს.
ნაცვლიშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ვერ წარადგინა მყარი არგუმენტები, რატომ უნდა შემცირდეს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა.
„თავადად პროცესი კანონის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ზოგადად დემოკრატია გულისხმობს მეტ დეცენტრალიზაციას. როცა არ მომხდარა რეფორმის შეფასება და ამ ფონზე უცებ იცვლება კურსი და ნაცვლად დეცენტრალიზაციისა ვიღებთ თვითმართველი ქალაქების შემცირებას, ეს არის გაუგებარი. ვერ მოვისმინეთ მყარი არგუმენტები რატომ უნდა წავიდეთ ახლა ამ გზით, როცა სამი წლის წინ სულ სხვა გზით დაიწყო სიარული და ის სწორი და გამართული რეფორმა იყო. ამიტომ მნიშვნელოვანი პრეზიდენტმა გამოიყენოს ვეტოს უფლება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, ცვლილებების მიხედვით, 14 მუნიციპალიტეტი 7 მუნიციპალიტეტად ერთიანდება, ხოლო 7 ქალაქს ( გორს, ზუგდიდს, ახალციხეს, თელავს, ოზურგეთს, მცხეთასა და ამბროლაურს) თვითმმართველის სტატუსი ჩამოერთმევა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


