პოლიტიკა
პრეზიდენტმა თავის დროზე უარი თქვა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართულიყო - გრიგოლ ლილუაშვილი
“ჩემთვის გასაკვირია, რატომ მოუნდა პრეზიდენტს ახლა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ჩართვა, როცა თავის დროზე, ამაზე უარი თქვა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილი თვლის, რომ საკონსტიტუციო კომისიაში უმრავლესობა ოპონენტებთან შეთანხმებით მოქმედებს და პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივები მხოლოდ ჯიბრია.
„თავის დროზე, პრეზიდენტმა უარი თქვა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთო თავისი წარმომადგენელი, როცა ამის შეთავაზება ჰქონდა, დღეს კი მაკვირვებს ის გარემოება, რომ დაინტერესებას იჩენს. თუმცა ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ჯინიანობაა და არა რეალური სურვილი, რომ ჩაერთოს კონსტიტუციის მუშაობაში.
დღევანდელ რეალობაში ხდება შინაარსობრივი აღრევა ფუნქციების, ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე პასუხისმგებლობას იღებს მთავრობა და როცა რაღაც კრიზისული სიტუაციაა, ავტომატურად, კოორდინაცია გადადის პრეზიდენტზე და უშიშროების საბჭოში განიხილება პროცესები, მაშინ როცა მთელი მიმდინარე მოვლენების დროს, მხოლოდ მთავრობაა პასუხისმგებელი, გადაწყვეტილების მიღება კი პრეზიდენტის აპარატს უწევს, ეს არ ჯდება ლოგიკის ფარგლებში. რეალურად, თუკი ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბებისკენ მივდივართ, პრეზიდენტის როლი იძენს სიმბოლურ ხასიათს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


