უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 თებერვალი, 2017 16:45
font-size

პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების ორგანულ კანონში ცვლილებებსა და თანმდევ კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ გადმოგზავნილ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც სასამართლო რეფორმის ე.წ მესამე ტალღას უკავშირდება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტს სურვილი აქვს, რომ სასამართლო რეფორმა დროულად დაინერგოს, დოლიძის თქმით, პრეზიდენტი ხელს აწერს ამ კანონებს და აქვეყნებს მათ.

„საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, მან კიდევ ერთხელ მიიღო რეფორმა საერთო სასამართლოებში და ეს ახალი პაკეტი გამოუშვა ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სასამართლოს დეცენტრალიზაციას, სასამართლოს მეტ დაცულობას, რაც იყო პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში და ეყრდნობოდა ვენეციის კომისიის პოზიციას. ეს პრობლემები და ეს საკითხები რჩება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად და ჩვენ ვაგრძელებთ მათზე მუშაობას.

კანონთა პაკეტი მოიცავს რამდენიმე პოზიტიურ ცვლილებასაც, მათ შორის საქმეთა ელექტრონულ განაწილებას, რასაც პრეზიდენტმა ადრეც დაუჭირა მხარი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი