პოლიტიკა
პრეზიდენტმა კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ-სესხების კომპანიების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს
ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, მაია მელიქიძის ინფორმაციით, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ-სესხების კომპანიების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს.
მელიქიძის თქმით, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის მიერ გადაგზავნილ კანონპროექტს დაადოს ვეტო, ან მოტივირებული შენიშვნებით გადააგზავნოს აღნიშნული რეგულაცია პარლამენტში, ანდა ხელი მოაწეროს.
„განვიხილეთ უკვე დეტალურად საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. საუბარია კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ონლაინ სესხების კომპანიებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ორი გზაა - ერთი ვეტო ან მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნება პარლამენტისადმი, ან ხელმოწერა. ვერაფერს ვერ ვვარაუდობ, ახლა არის განხილვის პროცესი", - განაცხადა მაია მელიქიძემ „რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


