პოლიტიკა
პრეზიდენტმა იმ სახით წარმოადგინა ვეტო, რომ იგი პარლამენტის მხრიდან გაზიარებული არ იქნება - გიორგი კახიანი
სამწუხაროდ, პრეზიდენტმა იმ სახით წარმოადგინა ვეტო, რომ იგი პარლამენტის მხრიდან გაზიარებული არ იქნება და ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ პრეზიდენტის ვეტო დავძლიოთ, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, იმისთვის რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე კონსენსუსი ყოფილიყო, ხელისუფლებამ მაქსიმალური გააკეთა.
"პროცედურულად ახლა ვეტოს განხილვის ეტაპზე ვართ. როგორც მოგეხსენებათ, სამი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის კანონის პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. უმრავლესობას 13 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე ექნება ვეტოს განხილვა, თუმცა მანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოხდება ვეტოს განხილვა.
სპეციფიკა ისეთია, რომ პრეზიდენტი თავის შენიშვნებს წარმოადგენს შესაბამის კანონპროექტთან ერთად. ჩვენ ვიმსჯელებთ პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ კონსტიტუციის კანონის პროექტზე და თავდაპირველად მას ეყრება კენჭი პლენარულ სხდომაზე. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ კონსტიტუციის კანონის პროექტს, უკვე შემდგომ ხდება იმ კონსტიტუციური კანონის პროექტზე განმეორებით კენჭისყრა, რომელიც სამი მომსმენით უკვე არის მიღებული. ასევე იმ შემთხვევაში თუ ეს კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება, ასეთ დროს ითვლება, რომ პრეზიდენტის ვეტო არის დაძლეული.
პრეზიდენტს ექვსი შენიშვნა აქვს ვეტოში წარმოდგენილი, ან ექვსივე უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა ან არც ერთი. ასეთია ვეტოს სპეციფიკა“, - განაცხადა კახიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


