სამართალი
პრეზიდენტმა 83 პატიმარი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე 83 პატიმრის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისი განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ გააკეთა.
,,ამ 83 მსჯავრდებულიდან 40 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. რაც შეეხება 43 მსჯავრდებულს, მათ შეუმცირდათ თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი.
ამ 43 მსჯავრდებულს შორის არის ერთი უვადოდ მსჯავრდებული, რომელსაც პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი.
სულ შეწყალებულთა შორის არის 3 ქალი - მსჯავრდებული. მათგან ერთი დღესვე გათავისუფლდება, ხოლო 2-ს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალებულთა შორის არის ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებული“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


