პოლიტიკა
პრეზიდენტმა 10 ოქტომბრამდე უნდა გადაწყვიტოს, აწერს თუ არა ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტმა 10 ოქტომბრამდე უნდა გადაწყვიტოს, დაამტკიცებს თუ არა ის ახალ კონსტიტუციას.
„10 ოქტომბრამდე აქვს პრეზიდენტს ვადა იმისთვის, რომ გადაწყვიტოს, აწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ არა და ველოდებით ამ გადაწყვეტილებას“, -თქვა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, პარლამენტის შემდგომი ნაბიჯები პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
„ველოდებით ამ შეხვედრის შედეგებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილება ცვლილებებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან გონივრული შეთავაზება იყო გაკეთებული. ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. თუ ვსაუბრობთ სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე, ვფიქრობთ, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით კომპრომისისა და შეთანხმებისკენ“, -თქვა ბესელიამ.
შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტის სასახლეში ქვეყნის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის 7-კაციან დელეგაციას შეხვდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე სალაპარაკოდ. კერძოდ, განიხილებოდა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეთავაზება, რომლის მიხედვით, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს ორ საკონსტიტუციო ცვლილებას. ერთ-ერთი მათგანი ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებას, ხოლო მეორე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას.
ახალი კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს მიიღო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


