პოლიტიკა
პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით შეთავაზებული საარჩევნო სისტემა მიუღებელია
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახალი კონსტიტუციით შეთავაზებული სისტემა მისთვის მიუღებელია. პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის პროპორციული გადანაწილების მოდელის მიუხედავად, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, ბლოკების გაუქმება და გადაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველადგილოსანი პარტიისთვის გადაცემა არასამართლიანია. - ამის შესახებ მან ბათუმში, კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ისაუბრა.
მარგველაშვილის თქმით, გადაუნაწილებელი მანდატების ე.წ. ბონუსის სისტემა არის არადემოკრატიული, რადგან სხვა პარტიისთვის მიცემული ხმის მითვისებაზე მუშაობს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის პროექტის დაწერამდე საკითხის განხილვა უნდა მომხდარიყო ხალხთან.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


