პოლიტიკა
პრეზიდენტისა და ოპოზიციის ერთობლივი დოკუმენტი პიარკომპანიაა - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტისა ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შემუშავებული დოკუმენტი პიარკომპანია უწოდა.
„პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტი პიარკამპანიაა იმ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელმაც პროგრესი უნდა უზრუნველყოს“, -განუცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებს.
მდინარაძემ კონსესუსის მიუღწევლობაში ოპოზიცია დაადანაშაულა.
„კონსენსუსის შემთხვევაში, საუბარი იყო გარკვეულ დათქმებსა და იურიდიულ მექანიზმებზე. ისიც ვიცით, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში პასუხის გაუცემლობა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა უზრუნველყვეს, ის არის, რომ კონსენსუსი არ შემდგარიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენს დაპირებას, რომ კონსტიტუცია შეიცვლებოდა და ბუნებრივია, დადებითად შეიცვლებოდა, აუცილებლად შევასრულებთ“ ,- თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციასთან შემუშავებულ დოკუმენტს ვენეციის კომისიასა და მმართველ პარტიას გაუგზავნა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ჟურნალისტებს გუშინდელ საგანგებო ბრიფინგზე აცნობა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


